07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
"საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია", "ქრისტიანული აღმოსავლეთი და კავკასია" - საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

"საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია" - "ქრისტიანული აღმოსავლეთი და კავკასია" - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ მკვლევრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები შეიკრიბნენ. წარმოდგენილი იყო მოხსენებები კავკასიის ხალხთა ურთიერთობაზე ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

კონფერენციის დელეგატებმა მოისმინეს ასევე ინფორმაცია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის, გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობაზე.   

 

ავტორი: მაია გრიგოლია 

დღის ამბები