06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.

"გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ პრეზიდენტმა მოატყუა ამერიკელი ხალხი, თითქოს მან არ იცოდა თავისი ოჯახის საგარეო ბიზნეს გარიგებების შესახებ" - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა.

მაკარტი მოუწოდებს პრეზიდენტს და მის გუნდს, გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან. პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა დაწყებულიყო.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული გამოძიებით უნდა დამტკიცდეს, ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნესიდან რამდენად მიიღო უშუალო ფინანსური სარგებელი პრეზიდენტმა.

"ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ობსტრუქციისა და კორუფციის შესახებ ბრალდებები" - წერს CNN.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოძიებისთვის და შესაძლო იმპიჩმენტისთვის საფუძველი არ არსებობს.

"ჩვენი გამოძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მოატყუა ამერიკელი ხალხი, რომ მან არ იცოდა თავისი ოჯახის საგარეო ბიზნეს გარიგებების შესახებ. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა გარიგებების ფარგლებში. მხოლოდ სახაზინო დეპარტამენტს აქვს 150-ზე მეტი ტრანზაქცია ბაიდენის ოჯახთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან, რომლებიც აშშ-ის ბანკებმა საეჭვო აქტივობად დაასახელეს,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი.

დღის ამბები