07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
თბილისში, უკრაინული სახლი გაიხსნა

თბილისში, უკრაინული სახლი გაიხსნა. მიხეილ ჯავახიშვილის 8 ნომერში გახსნილი ოფისი, ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჯგუფისა და ორგანიზაციისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

იქ იქნება ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ და გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

პროექტის ორგანიზატორია ქართულ-უკრაინული პლატფორმა, ხოლო მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა.

დღის ამბები