თბილისის მერისა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივნის კახა კალაძის შეფასებით, "პოლიტიკოსს დასავლეთმა კი არა, მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი." კალაძე ამით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ - "ოპოზიცია არის სუსტი და არ დაუჭერს მხარს დასავლეთი, ამიტომ უნდა გაძლიერდეს ძველი სახეებით. როგორ ფიქრობთ, ლომჯარიას თუ დაუჭერს მხარს დასავლეთი?"
კალაძის შეფასებით, ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე.
"ამ ადამიანებს ვერ გაუაზრებიათ და ანალიზიც არა აქვთ გაკეთებული, მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, რა გაუკეთეს ამ ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, როგორი მმართველობა იყო. დღესაც ვერ გაუაზრებიათ და ნახეთ თუნდაც მათი განცხადებები, მხარს დაუჭერსო დასავლეთი. დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მიმანიშნებელი, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე. და ამით რა? ახლა ვიღაცა უცხოელი კუბილიუსი, თუ კუბილიუსის მსგავსი ტიპაჟი დაუჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, ვინც არიან დღეს ოპოზიციურ ფრთაზე წარმოდგენილი, ამით გამარჯვებას მიაღწევენ, თუ რა მოხდება? რა არის ეს, რისი მანიშნებელია? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა პირველი," - აღნიშნა კახა კალაძემ.