"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილი, მოშლილი, ჩაშლილია. მათ ყველა სიტყვა უხდებათ."
კობახიძის შეფასებით, რაც მეტი შიდა დაპირისპირება იქნება "ნაციონალურ მოძრაობაში," მით უკეთესია.
"კონკურენცია, რომელიც ხაბეიშვილს, ლომჯარიასა და სხვებს შორის არსებობს, არის "ნაცმოძრაობის" შიგნით, შიდა პარტიული კონკურენცია. ჩვენ ამაში არ ვერევით. რატომ უნდა ჩავერიოთ? თვითონ სააკაშვილი არის ამ დაპირისპირების მონაწილე. იქ არის მელია, უგულავა, ლომჯარია – რაც მეტი იქნება მათ შორის შიდა დაპირისპირება, მით უკეთესი. მათ შიდა საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით. პირიქით, მგონია, რომ ეს შიდა დაპირისპირებები ძალიან კარგია, ამ კუთხით მათ მაქსიმალურად უნდა მივცეთ თავისუფლება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.