06 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
გარდაცვლილია ქალი და დაშავებულია ექვსი მოსწავლე - ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ქვეითს დაეჯახა

ტრაგიკულად დასრულდა ავარია საგარეჯოში - მანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა 1 ქალი, სკოლის 6 მოსწავლე კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ავარია მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსუბუქ ავტომობილს არასრუწლოვანი, N1 სკოლის მოსწავლე მართავდა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ ქვეითად მოსიარულე ქალს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, შემდეგ კი სხვა მსუბუქ ავტომობილს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები