06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
ფლორიდაში აეროპორტის ადმინისტრაციის ოფიცრები დააკავეს - მათ ჩანთების შემოწმებისას ფულის ამოღება ედებათ ბრალად

ფლორიდაში, აეროპორტის ადმინისტრაციის ოფიცრები დააკავეს. მათ მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების კონტროლის პუნქტზე, ჩანთების შემოწმებისას ფულის ამოღება ედებათ ბრალად.

ინტერნეტში გავრცელდა სათვალთვალო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებენ ფულს ეჭვმიტანილები მგზავრების ჩანთებიდან. დაკავებულები ქურდობას არ აღიარებენ.

 

დღის ამბები