06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 300-ს გადააჭარბა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 300-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულია 11 000 ადამიანი. საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის გამო ორი კაშხალი დაზიანდა, სანაპირო დასახლება წყალმა მთლიანად დატბორა, რის გამოც 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული.

ქალაქ დერნაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქალაქში მხოლოდ სამაშველო ჯგუფებს უშვებენ. გაერომ სტიქიას ბიბლიური მასშტაბის კატასტროფა უწოდა და დაზარალებულებს 71, 4 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. 

 

დღის ამბები