15 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა

ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ომში მყოფი ქვეყანა მარცვლეულის ჭარბი რაოდენობის შესვლის თავიდან ასაცილებლად 30 დღის ვადაში სამართლებრივი ზომების წარდგენას დათანხმდა.

ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.

მაგალითად, ექსპორტის ლიცენზირების სისტემა. იქამდე კი, ომში მყოფი ქვეყანა 16 სექტემბრიდან, ეფექტიან ზომებს მიიღებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ოთხი ტიპის ექსპორტის კონტროლისთვის.

უკრაინა სამოქმედო გეგმას ორ დღეში წარადგენს. ევროკომისია აცხადებს, რომ თავს შეიკავებს რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან, ვიდრე უკრაინის მიერ წარდგენილი ეფექტიანი ზომები სრულად იმოქმედებს.

უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დაწესდა.

დღის ამბები