06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
აშშ-მა 2 000 მეტ ირანელ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
აშშ-მა სანქციები დაუწესა 2 000-ზე მეტ ირანელ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.
 
აღნიშნული პირები ჩართულნი იყვნენ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით ჩახშობაში, რაც 2022 წელს თეირანში, პატიმრობაში მყოფ მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა.
 
სანქციები ვაშინგტონის დასავლელ მოკავშირეებთან, მათ შორის კანადასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კომუნიკაციით დაწესდა. აშშ-ის სანქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების პირველ წლისთავს ემთხვევა.
დღის ამბები