06 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განახლდა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განახლდა. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებიდან 13 წელი გავიდა. ლიცეუმმა იუბილე და სასწავლო პროცესის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე აღნიშნა.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც მიმდინარეობს.

დღის ამბები