06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა, გზების ინფრასტრუქტურის გარდა, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მოსახლეობას, როგორც კერძო, ასევე, საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დაუზიანა, მოხდა ზარალის შესწავლა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად, ფინანსური რესურსი გამოიყო, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 131 სახლის გადახურვა განხორციელდება.

დღის ამბები