06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
პრაღაში პრორუსული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა პროდასავლური პოლიტიკა გააპროტესტეს

პრაღაში ათასობით ადამიანმა მთავრობის პროდასავლური პოლიტიკა გააპროტესტა - ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

პრორუსული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო დახმარება გააკრიტიკა. საპროტესტო აქციაზე 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო მოძრაობა "პრო-ს" მიერ, რომლის ლიდერმაც განაცხადა, რომ ჩეხეთმა ვეტო უნდა დაადოს უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას.

აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას გადადგომა.

დღის ამბები