06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ლიბიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა. დაზარალებულია 800 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქ დერნაში, ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ოპერაციას ნანგრევებში კვლავ განაგრძობენ.

ლიბიის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ლიბიაში წყალდიდობას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები