06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
იტალიაში საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა

იტალიაში საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა. თვითმფრინავი მანქანას დაეცა, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ტურინის მახლობლად მოხდა. მძიმე დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ. დაშავებული არიან მშობლებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

დღის ამბები