06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
შტორმის შედეგად მეინის შტატში 1 ადამიანი დაიღუპა

შტორმის შედეგად მეინის შტატში 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერსი" ავრცელებს. შტორმმა სახელად "ლი-მ" ზიანი გამოიწვია კანადის, ახალი შოტლანდიის პროვინციაში და ამერიკის მეინის შტატში.

სტიქიის გამო დატბორილია გზები, წაქცეულია ხეები. ძლიერი ქარის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც კანადაში და აშშ-ში ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დღის ამბები