06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქსონიაში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის "გერმანულ-ქართული სახლის" მიერ იყო ორგანიზებული და მას ჰანოვერის მერი და პოლიციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

საღამოზე ნაჩვენები იქნა აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეო მასალა, გერმანიაში მოღვაწე ოპერის ქართველმა მომღერლებმა კი შეასრულეს როგორც ქართული, ასევე აფხაზური სიმღერები.

ქართული დიასპორული ორგანიზაციის მხარდასაჭერად, ჰანოვერში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
 

დღის ამბები