06 ოქტომბერი 2024,   23:29
ვრცლად
ირანში, ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზსა და ლონდონში 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის ერთი წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ირანსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც. გასული წლის 16 სექტემბერს თეირანში, "მორალის პოლიციის" მიერ დაკავებული ირანელი ქურთი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის ერთი წლისთავის აღსანიშნავად ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზსა და ლონდონში ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

ჰიჯაბის გამო დაკავებული და შემდეგ პატიმრობაში გარდაცვლილი გოგონას ფაქტმა ირანში პოლიტიკური არეულობა გამოიწვია. ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი ირანის მთავრობას აკრიტიკებდა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ირანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას სთხოვდა.

 

დღის ამბები