06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდება

საზაფხულო არდადეგების შემდეგ, დღეიდან საბავშვო ბაღები მუშაობას იწყებენ. ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება - კონკრეტულად საუბარია სამგორის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებზე. ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტი საბავშვო ბაღი მოწესრიგდა. ყველა საბავშვო ბაღში დღეს პატარებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.

"კურიერი" 130-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. დირექტორის, ნანა ონიანის თქმით, საბავშვო ბაღი სრულიად ახალი ინვენტარით დაკომპლექტდა.

აღნიშნულ საბავშვო ბაღში თბილისის მერს, კახა კალაძეს ელოდებიან, რომელიც დაათვალიერებს განახლებული ბაღის შენობას.

საბავშვო ბაღებთან ერთად დღეიდან სწავლას იწყებს უმაღლესი სასწავლებლების ნაწილიც - მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები