15 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო - დეპუტატები დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად მომზადებულ გეგმას განიხილავენ

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო. დღეს, დეპუტატები დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად მომზადებულ გეგმას განიხილავენ. ცვლილებათა პაკეტი შვიდ სხვადასხვა მიმართულებას ეხება და როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ის ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული.

ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი და ცვლილებებს ქვეყანაში ოლიგარქიზაციის განმტკიცების მცდელობად აფასებს. კოლეგების მხრიდან მხარდაჭერის მოლოდინშია მმართველი გუნდი.

"დღეს, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ ამ კანონპროექტის რედაქციულ ცვლილებებს. ამასთანავე გეტყვით შემდეგს, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კონსულტაცია პარტნიორებთან, გვაქვს აზრთა გაცვლა. იცით, რომ ვენეციის კომისიაში იქნა გაგზავნილი ეს კანონპროექტი და მთელი რიგი შენიშვნები და მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ კომიტეტმა მესამე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს დაუჭიროთ მხარი და გავაგზავნოთ პლენარულ სხდომაზე იმისათვის, რომ პლენარულმა სხდომამ შეძლოს იმსჯელოს ამ კანონპროექტის მიღება არ მიღებაზე", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

 

დღის ამბები