06 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს - ამის შესახებ გაეროსა და ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ.

გაეროს ანგარიშის თანახმად, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, დაღუპულია 11 300 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 10 100.

სტიქიის გამო საჭირო გახდა 40 000 ადამიანის ევაკუაცია. მასშტაბური წყალდიდობის შედეგად განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

დღის ამბები