06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენა მიმდინარეობს - რუსეთს ბრალი გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევაში ედება

ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მოსმენა მიმდინარეობს. სარჩელი კიევმა 2022 წლის თებერვალში წარადგინა. რუსეთს ბრალი ედება გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევაში. სასამართლო მოსმენა ჰააგაში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სხდომები რუსეთის ფედერაციის მიერ გაცხადებული წინასწარი პროტესტის მოსმენას დაეთმობა. დღეს სიტყვით გამოვა რუსული მხარე. უკრაინის წარმომადგენლის გამოსვლა ხვალ არის დაგეგმილი, ოთხშაბათს კი სხვა სახელმწიფოებს მოუსმენენ, რომლებიც სასამართლომ სარჩელში მესამე მხარედ დაუშვა.

დღის ამბები