პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში - ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი სიტყვით მდგრადი განვითარებს სამიტზე გამოვა. პრემიერი გაეროში კლიმატური ამბიციების სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.
კვირის ბოლოს კი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. პარალელურად დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.
"მომავალი კვირა დაეთმობა მაღალი დონის შეხვედრებს, გაიმართება გენერალური დებატები, გაიმართება მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტი. პრემიერ მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს, გაიმართება ასევე ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე ის პროგრესი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეფორმების განხორციელების, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით," - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძე.