07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
19 სექტემბერს, თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს

19 სექტემბერს, თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდარავმ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ მიულოცეს.

ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული "სუ-25-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს.

დღის ამბები