07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
კახეთი მსოფლიო დონის ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის სახელობის ფესტივალს უმასპინძლებს

თელავი ერთი კვირის განმავლობაში კლასიკური მუსიკის ცენტრი ხდება. კახეთი მსოფლიო დონის ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის სახელობის ფესტივალს წელს 25-ედ უმასპინძლებს. 8 დღის განმავლობაში თელავში შეკრებილი მსმენელი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მიერ შესრულებულ მოცარტის, დვორჟაკისა და ბეთჰოვენის ცნობილს სიმფონიებს მოისმენს.

ფესტივალის დასკვნით დღეს სცენაზე თავად ელისო ვირსალაძე ავა და ბეთჰოვენის იმ საფორტეპიანო სიმფონიას შეასრულებს, რომლის დაკვრა ბავშვობაში ბებიამ ასწავლა. კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ჩატარდება მასტერკლასებიც. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს თელავი 23 სექტემბრიდან ელოდება. 



დღის ამბები