06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს.

„ეს ქმედებები აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. როგორც ადრე აზერბაიჯანთან აღვნიშნეთ, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს. მოწოდებით გამოვდივართ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის პატივსაცემი დიალოგი," -  ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

დღის ამბები