06 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
უმძიმესი ღამე ერევანში - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის თითქმის მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა 

უმძიმესი ღამე ერევანში - პოლიციასთან შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები. მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები და ფიზიკური დაპირისპირება. შედეგად, დაშავებულია 34 ადამიანი. სომხეთის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათგან 17 პოლიციელია.

სომხურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერების შესახებ.

ამ წუთებში საპროტესტო აქცია დროებით შეწყვეტილია, თუმცა, მოქალაქეები ერევნის ცენტრში შეკრებას დღესაც გეგმავენ.

დღის ამბები