06 ოქტომბერი 2024,   23:15
ვრცლად
აქცია სომხეთში - გასულ ღამით მომხდარი შეტაკების შედეგად 34 ადამიანია დაშავებული

საპროტესტო აქციები ერევანში გუშინ მას შემდეგ განახლდა, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ფაშინიანის გადადგომასთან ერთად შეკრებილები ითხოვდნენ, ერევანმა უარი თქვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე.

მანამდე, სომხეთის პრემიერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას. მისივე თქმით, სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში ჩართული არ არის.

მედიის ინფორმაციით, გასულ ღამით მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებულია 34 ადამიანი, მათ შორის 18 მომიტინგე და 16 პოლიციელი.  

რაც შეეხება ყარაბაღში ვითარებას, აზერბაიჯანის ინფორმაციით, მათ მთიან ყარაბაღში სომხური ძალების 60-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. ბოლო ცნობებით, სტეფანაკერტზე შეტევების შედეგად დაღუპულია 25 ადამიანი, დაშავდა 139, ევაკუირებულია ათასობით. ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პირობებით, აზერბაიჯანი მზადაა შეხვდეს ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ქალაქ ევლახში.

 

დღის ამბები