06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
საქართველოდან თურქეთში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა  

ექსტრადიცია საქართველოდან თურქეთში - არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააკავეს. თუმცა სასამართლო პროცესების გამო მისი ექსტრადიცია გაჭიანურდა.

საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო, რის შემდგომაც, ძებნილი პირი თურქ სამართალდამცველებს გადაეცათ. დაკავებულს 2009 წლიდან ეძებდნენ.

დღის ამბები