06 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
მძიმე ღამის შემდეგ ერევანში ამ წუთებში სიმშვიდეა - დემონსტრანტები შეკრებას სომხეთის დედაქალაქში დღეს ისევ აპირებენ

საკმაოდ მძიმე ღამის შემდეგ ერევანში ამ წუთებში სიმშვიდეა, თუმცა დემონსტრანტები შეკრებას სომხეთის დედაქალაქში დღეს ისევ აპირებენ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველების დამატებითი მობილიზაცია შეინიშნება.

ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკრებილები ფაშინიანს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და ითხოვდნენ ერევანმა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე უარი თქვას.

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მთავრობის სახლთან თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. ერევნის ცენტრში გასულ ღამით 34 ადამიანი დაშავდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მათგან 16 პოლიციელია, 18 კი მომიტინგე. 

 

დღის ამბები