06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
"უნდა შეწყდეს დაპყრობითა და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა, კანონის უგულებელყოფისა და უკრაინელი ხალხის არსებობის უფლებაზე უარის თქმის ლოგიკა" - ანდჟეი დუდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნისას დელეგატებმა საქართველო არაერთხელ ახსენეს. პოლონეთის პრეზიდენტმა 2008 წელს ლეხ კაჩინსის თბილისში წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა, უკრაინის პირველმა პირმა კი საქართველოზე აქცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას გააკეთა.  

"დღეს მსოფლიოს მამაცი ლიდერები სჭირდება. სწორედ ასეთი ლიდერი იყო პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ნება მომეცით გავიხსენო მისი სიტყვა, რომელიც მან თბილისში 2008 წელს საქართველოზე რუსული აგრესიის პიკში თქვა: "პირველად დიდი ხნის განმავლობაში, რუსებმა ის სახე აჩვენეს, რომლითაც ასობით წელია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ გარშემო მყოფი ერები უნდა ექვემდებარებოდნენ. ჩვენ არას ვამბობთ! რუსეთს მიაჩნია, რომ იმპერიის ძველი დრო, რომელიც დაინგრა კვლავ რეგიონის მახასიათებელი იქნება. მაგრამ ეს ასე არ იქნება, ეს დღეები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. დღეს, სწორედ ამ ადგილას გაეროს შტაბ-ბინაში მინდა გავიმეორო: ის დღეები არასოდეს დაბრუნება. უნდა შეწყდეს დაპყრობითა და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა, კანონის უგულებელყოფისა და უკრაინელი ხალხის არსებობის უფლებაზე უარის თქმის ლოგიკა.“ - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.

"როდესაც სიძულვილი იარაღადაა გამოყენებული ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, და რომ არა რუსეთი, იქ, სირიაში, ქიმიური იარღს არასოდეს გამოიყენებდნენ. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს... უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანი ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ცხოვრების და ჩვენი რესურსების თქვენს წინააღმდეგ იარაღად გადაქცევაა,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

დღის ამბები