06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა. სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ეფექტიანი გამოძიების პოლიტიკის შექმნა.

სტრატეგიის განხორციელების პერიოდში დაგეგმილია 2 წლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაც, რომელშიც სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განსაზღვრული იქნება კონკრეტული ღონისძიებები. 

დღის ამბები