06 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
კარგი იქნება, თუ უკრაინას ემახსოვრება, რომ პოლონეთისგან დახმარებას იღებს და ჩვენ ვართ უკრაინისთვის სატრანზიტო ქვეყანა - ანდჟეი დუდა

კარგი იქნება, თუ უკრაინას ემახსოვრება, რომ პოლონეთისგან დახმარებას იღებს და ჩვენ ვართ უკრაინისთვის სატრანზიტო ქვეყანა - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანდჟეი დუდამ უკრაინა იმ კაცს შეადარა, რომელიც "იხრჩობა და ფსკერისკენ მიათრევს საკუთარ მაშველს".

პოლონეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება უკრაინასა და პოლონეთს შორის ხორბლის ექსპორტის საკითხზე უთანხმოების პასუხად გააკეთა. მანამდე, უკრაინის ვაჭრობის წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ გამოცემა "პოლიტიკოსთან" დააანონსა, რომ უკრაინა მეზობელ ქვეყნებს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებდა.

უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი საკუთარი ეკონომიკის და ფერმერების ინტერესებზე მაღლა ევროკავშირისა და უკრაინის ინტერესებს არ დააყენებენ და გააგრძელებენ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს. მედიის ინფორმაციით, გაეროში პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ჩაიშალა. 

დღის ამბები