06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
თამბაქოს კონტროლის ცენტრი: მოწევის რეგულაციები ყველაზე ხშირად საჯარო სექტორში ირღვევა

აგვისტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მოწევის რეგულაციების ყველაზე მეტი დარღვევა საჯარო სექტორში დაფიქსირდა, ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ცენტრში აცხადებენ. უწყების ცნობით, დამკვირვებლებს საჯარო დაწესებულებაში შესვლაზე, ხშირად, პრობლემები ექმნებათ, დაყოვნების პროცესში კი ახერხებენ მოწევის რეგულაციის დარღვევის ძირითადი კვალის: საფერფლეების და ნამწვის დამალვას. 

„მოსახლეობა გვთხოვს, რომ მონიტორები დავამატოთ მეტი დარღვევის გამოსავლენად. თუმცა, ამ პროცესს ასიათასკაციანი ჯარიც ვერ ეყოფა, თუ კანონის აღსრულების მონიტორი თითოეული ჩვენგანი არ გახდება და თვალს არ დავხუჭავთ არცერთ შემთხვევაზე. 
ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საინფორმაციო მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის ხშირად შეხსენება, რომ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა არამხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებს (95% აღსრულება ფიქსირდება), საჯარო სექტორის შენობებსა და ოფისებსაც ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია მონიტორების რაოდენობის და შესაბამისად, ყოველთვიური მონიტორინგის მასშტაბების გაზრდა, თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შეუძლია თვითონ იყოს მონიტორი. თუკი მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და მოითხოვეთ სამართალდამრღვევის მიმართ რეაგირება. გვერწმუნეთ, ძირითად შემთხვევაში ჯარიმა არავის არ სიამოვნებს, ცდილობენ გამოსწორდნენ და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს,“ - აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

დღის ამბები