06 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს დღეიდან ეროვნული კომიტეტეტი უხელმძღვანელებს - რას მოითხოვს ოპოზიცია

ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ღამით პროტესტანტები ცდილობდნენ შენობაში შესვლას და მის შტურმით აღებას. ისინი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დააკავეს ათეულობით ადამიანი.

აქციას გუშინ, დღის ბოლოს სომხეთის ოპოზიციაც შეუერთდა. მათი მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლა და დროებითი მთავრობის შექმნაა. საპროტესტო აქციებს დღეიდან უკვე "ეროვნული კომიტეტი" უხელმძღვანელებს და გაიწერება სამოქმედო გეგმა.

მანიფესტაცია დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე კვლავ იგეგმება.

დღის ამბები