06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, 4 ადგილზე 20 ელექტრო დამტენი დამონტაჟდა

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 4 ადგილზე 20 ელექტრო დამტენი დამონტაჟდა. ინიციატივა თბილისი მერიას ეკუთვნის.

კახა კალაძე გორში ელექტრომობილით ჩავიდა, ავტომაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით მოწყობილი სადგური დაათვალიერა და ელექტრო დამტენის შესაძლებლობებიც შეამოწმა. ელექტრო დამტენების სადგურები ასევე მოწყობილია და უკვე ფუნქციონირებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს და ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით. პროექტი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განხორციელდა.

თბილისის მერის განცხადებით, დღეს უკვე დედაქალაქიდან ელექტრომობილებით გადაადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშეა შესაძლებელი.

"დავამატეთ სწრაფი ელექტრო დამტენები "ვისოლის" ბენზინ გასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თერჯოლაში არის შესაძლებელი გამოიყენონ სწრაფი დამტენები და ბორჯომში, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტი განვახორციელოთ, ასევე ვგეგმავთ, დედაქალაქში გამოვყოთ კონკრეტული სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება, ასეთი თანამედროვე სადგურების მოწყობა. დღეს უკვე ადამიანს თავისუფლად შეუძლია თბილისიდან ელექტრომობილით გადაადგილდება ყოველგვარი პრობლემების გარეშე", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები