06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ნატო-მ სცადა, რუსეთი ჩაერთო დიპლომატიურ დიალოგში იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა - სტოლტენბერგი

"ნატო-მ სცადა, რუსეთი ჩაერთო დიპლომატიურ დიალოგში იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა,"- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"2021 წლის დეკემბერში, შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა იმაზე, რასაც უწოდებდა "უსაფრთხოების ხელშეკრულებებს". მას სურდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელიც გაიგზავნებოდა ბრიუსელსა და ვაშინგტონში. იყო რამდენიმე მოთხოვნაც. ასევე მოითხოვეს, როგორც ერთგვარი ულტიმატუმი უკრაინაში შეჭრის თაობაზე, რომ ნატო-ს უნდა მიეცა გარანტია, რომ არ მოხდებოდა შემდგომი გაფართოება,"-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მათ მიიწვიეს რუსეთი დიალოგზე და უთხრეს, რომ მათთვის შეუძლებელი იყო აღნიშნული ულტიმატუმის მიღება, თუმცა გამოიყენეს დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ენახათ, იყო თუ არა შესაძლებელი გამოსავლის პოვნა კრიზისიდან, რომელიც ასევე ღრმავდებოდა 2021 წლის შემოდგომაზე.

დღის ამბები