06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
შემთხვევა ნიუ-იორკის საბავშვო ბაღში - ერთ-ერთ ოთახში აღმოჩენილი ფენტანილით 2 წლის ბავშვი მოიწამლა და გარდაიცვალა 

შემთხვევა ნიუ-იორკის საბავშვო ბაღში - პოლიციამ დაწესებულების  შესასვლელში დამალული დიდი რაოდენობით ფენტანილი და სხვა ნარკოტიკების შეკვრები აღმოაჩინა. სამართალდამცავი ორგანოს ცნობით, ამ რაოდენობით ნარკოტიკს 500 000 ადამიანის მოკვლა შეეძლო. 

ფენტანილის და სხვა ნარკოტიკების მარაგები საძინებელი ოთახის ქვევით იყო დამალული, სადაც ერთ-ერთ აღსაზრდელს, 2 წლის ნიკოლას დომინიკს ხალიჩაზე ჩაეძინა. ბავშვი ფენტანილის უმცირესი დოზით გარდაიცვალა, საბავშვო ბაღიდან კიდევ 3 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვების შარდის ანალიზში ფენტანილის შემცველობა დაფიქსირდა.  

საბავშვო ბაღის მფლობელის, გრეი მენდესის და აღმზრდელის, კარლისტო აკევედო ბრიტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ნიუ-იორკის პოლიცია ეძებს კიდევ ერთ პირს, რომელიც საბავშვო ბაღის მფლობელის ქმარია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მანჰეტენის პროკურორის დემიენ უილიამსის თქმით, ეჭვმიტანილები ნარკოტიკების არალეგალურ ბიზნესს მართავდნენ საბავშვო ბაღიდან. 

"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეჭვმიტანილებმა მოწამლეს ოთხი ბავშვი და მოკლეს ერთი, რადგან ისინი ნარკოტიკების არალეგალურ ბიზნესს მართავდნენ საბავშვო ბაღიდან" - თქვა მანჰეტენის პროკურორმა დემიენ უილიამსმა. 

დღის ამბები