06 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მხოლოდ მავნე და მტკივნეული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელიცაა - ზბიგნევ რაუ

შედარება პოლონეთსა და რუსეთს შორის, რამაც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში გაისმა, პოლონური საზოგადოებისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელია, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საუბრობს. 

"ეს განცხადებები იწვევს პოლონური ცნობიერების ღრმა გადაწერას უკრაინასა და უკრაინელებთან მიმართებაში, არა მხოლოდ კოლექტიურად, არამედ, უპირველეს ყოვლისა ინდივიდუალურად", - აღნიშნა რაუმ.

მისი თქმით, უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მხოლოდ მავნე და მტკივნეული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელიცაა.

"სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მხოლოდ მავნე და მტკივნეული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელიცაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ის მალე მიეცემა დავიწყებას. ამიტომ არის საზიანო უკრაინისთვის. ჩვენ ყველამ ერთად შეიძლება ბევრი დავკარგოთ ამისგან. პოლონეთს სჯერა უკრაინის გამარჯვების და გვერდით არ გავდგებით", - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, საჭირო იქნება უზარმაზარი მუშაობა იმისთვის, რომ აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობის მიმართ.

პოლონეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა მარცვლეულთან დაკავშირებულმა დავამ გამოიწვია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში: ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა ის, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ.

დღის ამბები