06 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის კომპონენტი წარმატებით დაასრულა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის კომპონენტი წარმატებით დაასრულა.

მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სამაგალითოა და საჯარო რეესტრს მაღალი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს  ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

აღნიშნული საპილოტო პროექტის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს მასშტაბური პროექტის – მთელს ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით ფინანსდება და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

დღის ამბები