06 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მემილიონე მგზავრს მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მემილიონე მგზავრს მასპინძლობს. 15 საათსა და 30 წუთზე ფრანკფურტიდან დაეშვება ბორტი, რომელსაც სწორედ მემილიონე მგზავრი მოჰყვება.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

დღეს ქუთაისის აეროპორტის 70- წლის იუბილეც აღინიშნება, ამ დღისთვის კი აეროპორტში ვეტერანი თანამშრომლები არიან მიწვეული და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის განცხადებით, აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღება ისტორიულია ფაქტია იმ 70 წლიანი ისტორიის მანძილზე, რაც ქუთაისში აეროპორტი და ავიაცია არსებობს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვმასპინძლობთ მემილიონე მგზავრს, რაც ისტორიულია ფაქტია იმ 70 წლიანი ისტორიის მანძილზე, რაც ქუთაისში აეროპორტი და ავიაცია არსებობს.

საკმაოდ დატვირთული დღე გვაქვს, აეროპორტში მგზავრთა დახვედრითა და სხვადასხვა ღონისძიებებით, მათ შორის, ძველ ავიატორებს შევხვდებით და მადლობას გადავუხდით, იმ ისტორიისთვის, რომელიც შექმნეს და ჩვენამდე მოიტანეს.

ქალაქშიც ვუმასპინძლებთ ჩვენს ქუთაისელებს და მათაც გავაცნობთ მცირე ისტორიას ამ დღის შესახებ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

დღის ამბები