"ქართული ოცნების" წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ის ყველანაირ ძალადობას გმობს, თუმცა ირაკლი ეძგვერაძის ადგილას ბრალდებებზე "ცოტას დაფიქრდებოდა":
"პირველ რიგში, აბსოლუტურად ვგმობ ყველანაირ ძალადობას, როგორც საკრებულოს, ისე პარლამენტის დარბაზში და ბუნებრივია, მით უმეტეს ქუჩაში და იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა.
რაც შეეხება ეძგვერაძის ბრალდებებს, მის ადგილას ცოტას დავფიქრდებოდი, რადგან თუ ახლა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახა კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს.
რაც შეეხება ზარნაძეს, მან კატეგორიულად უარყო მონაწილეობა ამაში, მით უმეტეს ორგანიზებაში. რამდენადაც ვიცი, თავდამსხმელები და ეძგვერაძე ბავშვობის მეგობრები არიან და ნათელმირონი, ეს დადასტურებულად ცნობილია საზოგადოებისათვის. მისგან მისი ბავშვის ნათლიისადმი ბრალდებების წამოყენება, რამდენად მართებულია, რომ მიებას კახა კალაძეს, ამაზე საზოგადოება იმსჯელებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.