06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
მოვუწოდებ გერმანიის კანცლერს პატივი სცეს პოლონეთის სუვერენიტეტს და თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც ურთიერთობებს აზიანებს - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოვუწოდებ გერმანიის კანცლერს პატივი სცეს პოლონეთის სუვერენიტეტს და თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს აზიანებს – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ამ სიტყვებით ზბიგნევ რაუ პოლონეთში მიგრაციულ პროცესთან დაკავშირებით შოლცის განცხადებას გამოეხმაურა.

ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მიგრანტების გამო, შესაძლოა, სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდეს, რადგან გერმანიაში ჩასული ლტოლვილების რიცხვი იზრდება. გერმანიის კანცლერი მოუწოდებს პოლონეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს ინფორმაცია ოფიციალური პირების მიერ ასობით ათასი უკანონო სამუშაო ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის კანცლერის სიტყვები არღვევს ქვეყნების სუვერენული თანასწორობის პრინციპებს.

"გერმანიის კანცლერის კომპეტენცია აშკარად არ ეხება პოლონეთში მიმდინარე პროცესს. ამ საკითხზე განცხადებები პოლონეთის სახელმწიფოს შიდა საქმეებში და პოლონეთის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის განზრახვაზე მიუთითებს," - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები