06 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ინტენსიური ბრძოლებია უკრაინაში - რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს

ინტენსიური ბრძოლებია უკრაინაში. რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი. 15-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც. გავრცელდა ინფორმაცია, ტერიტორიაზე მართვადი რაკეტების გაშვების შესახებ. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ თავდაცვის ძალებსა და რუს მეომრებს შორის დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის სამხრეთით 12 შეტაკება მოხდა, უკრაინელმა მეომრებმა 140-ზე მეტი ოკუპანტი გაანეიტრალეს და ოთხ დასახლებულ პუნქტთან დაწინაურდნენ.

აფეთქებები იყო შუაღამისას მოსკოვის გარეუბანში. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი სამხედრო აეროდრომთან გაჩნდა. ოფიციალური განმარტებები ამ ეტაპზე არ გაკეთებულა.

დღის ამბები