06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
თბილისში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა - ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად იზღუდება

თბილისში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად იზღუდება - მიზეზად გზის საფარის დაზიანება სახელდება. შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ მანქანებს შეეხება.

შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. რამ გამოიწვია გზაზე ნაპრალები, ექსპერტებმა უნდა დაადგინონ.

დღის ამბები