06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
100-ზე მეტი დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული - ტრაგედია ერაყში, რომელიც ქორწილის დროს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია

100-ზე მეტი დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული - ტრაგედია ერაყში ქორწილის დროს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში მოხდა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ხანძარი დარბაზში ფეიერვერკის ანთებას მოჰყვა. ამ დროს შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობა ადვილად აალებადი სამშენებლო მასალებისგან იყო დამზადებული, რამაც ცეცხლის გავრცელებას და მის სწრაფ ნგრევას ხელი შეუწყო.

 

დღის ამბები