06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
თბილისის მერია 400 მძღოლის ვაკანსიას აცხადებს

თბილისის მერია 400 მძღოლის ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განცხადებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო  2500 ლარიდან 3000 ლარამდე შეადგენს. 

"18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და ახალ მარშრუტებზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. ამის გათვალისწინებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია, დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროდ კომპანიაში  მომუშავე მძღოლების გადამზადება.

მათ ნაცვლად აუცილებელი გახდება შეივსოს 8, 10 და 12 მეტრიან ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები. საუბარია დაახლოებით 400 მძღოლის საჭიროებაზე. მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ვაკანსიებში და დასაქმდით. ამის შესაძლებლობა ექნება ყველა ადამიანს, სქესის მიუხედავად. 

ვთავაზობთ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდნენ 3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგოს შეადგენს 2500 ლარიდან 3000 ლარამდე", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

დღის ამბები