



ოთო ჩიდრაშვილს, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ცოტა ხნის წინ გავის მეორე და მესამე მალის კავერნოზული ჰემანგიომა დაუდგინდა.
როგორც თქვა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რა დროსაც მოიკვეთა სიმსივნური წარმონაქმნები გავა ძვლის მეორე და მესამე მალაზე.
"ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩამიტარდა გავა ძვლის მეორე და მესამე მალაზე სიმსივნური წარმონაქმნის ოპერაცია, რომელიც არის ზრდადი ავთვისებიანი. ვინაიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მოკვეთილ ადგილზე სიმსივნურმა ქსოვილმა ორმაგად სწრაფად შეძლო ზრდა, მესაჭიროება სხივური თერაპიები და ამ ყველაფრის შემდეგ ძვლის პლასტიკა, რაც გულისხმობს სამედიცინო ცემენტით ძვლის და მალების ფიქსაციას. მესამე ოპერაციას ექიმები 99%-ით გამორიცხავენ, რადგან შესაძლებელია რაიმე სახის დეფექტი დამიტოვოს და ვერ შევძლო გადაადგილება. მოგეხსენებათ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მარტო ჯანდაცვის სამინისტროს დახმარება არ არის საკმარისი, რის გამოც მეგობრებმა შექმნეს გვერდი, რითაც ცდილობენ ჩემს გვერდში დგომას" - ამბობს ის.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი - GE09TB7447236010300040
საქართველოს ბანკი - GE75BG0000000545858521
მიმღები: გურამი ჩიდრაშვილი