07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
იმერეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა გრძელდება

იმერეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა გრძელდება. უსახლკარო ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისისა და თერჯოლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასრულდა. მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ორ ოჯახს ახალმოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ამავე პროგრამის ფარგლებში მომავალ წელს წყალტუბოში ათამდე სახლის აშენება იგეგმება.

დღის ამბები