06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ჩვენს მეომრებს რუსული რაკეტების, დრონებისა თუ თვითმფრინავების გასანადგურებლად მეტი საშუალება სჭირდებათ - ზელენსკი

"ჩვენს მეომრებს რუსული რაკეტების, დრონებისა თუ თვითმფრინავების გასანადგურებლად მეტი საშუალება სჭირდებათ" - ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი შეძლებს სახელმწიფო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას, თუმცა პარალელურად უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლის გზები.

"ამ დღეებში, რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით ბომბავს ხერსონს. არტილერიისა და მართვადი ბომბების სამიზნედ სახლები, ფერმები, ჩვეულებრივი მაღაზიები და ინფრასტრუქტურაა. ეს ოკუპანტის მიზანმიმართული ტერორია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.

გვაქვს სპეციალური ბრძანებები სამხედროებისთვის, ასევე სპეციალური ბრძანებები იქნება ყველასთვის, ვინც საერთაშორისო საქმიანობაში მონაწილეობს: ჩვენს მეომრებს რუსული რაკეტების, "შაჰედის" დრონებისა თუ თვითმფრინავების წინააღმდეგ მეტი საშუალება სჭირდებათ.

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება და მზადაა გაზარდოს ჩვენი შესაძლებლობები რუსული ტერორისგან თავდასაცავად," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები